ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა (ა)ი პ "უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის" და მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის ინიციატივით, შემოწირულობების ხარჯზე, 14 იანვარს, კალანდობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასადილოს ბენეფიციარებს სადღესასწაულო სუფრით გაუმასპინძლდნენ.
სუფრის შემდეგ კულტურის ცენტრის ორგანიზებით სასადილოშივე სახელდახელოდ სცენაც მოეწყო და ბენეფიციარებისთვის განწყობის ასამაღლებლად კონცერტიც გაიმართა.