"შემძრა იური ვაზაგაშვილის დაღუპვამ… ეს საშინელი დანაშაული სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული, საზოგადოება აღელვებულია და პასუხს ითხოვს. ძალიან მიჭირს ამ ტრაგედიის სიტყვებით გაზიარება, ვუსამძიმრებ და ვუთანაგრძნობ," – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს.
"სამწუხაროდ კარგად მესმის თითოეული მოკლულის ოჯახის. ჩვენ ერთი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ.
ყველა სამართლის და შვების ძიებაშია, მაგრამ უსუსურია საკუთარი ტკივილის წინაშე.
ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავე უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი. ეს არის სახელმწიფოს ღირსების საქმე თორემ ოჯახების ტრაგედიას უკვე არაფერი შველის",- ნათქვამია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.