https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და კონსტიტუციურ ღირებულებებს შორის

19:01; 26.01.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე – შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება.

"დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენების თაობაზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება. ასევე ითქვა, რომ სახელმწიფო ლოიალურია დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ და ეს საეჭვოს ხდის მისი მხრიდან უმცირესობებზე ზრუნვას. ეს მოსაზრებები ვერ იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების „უარყოფის" საფუძველი. აღნიშნული განცხადებები წარმოადგენს გარკვეულ ჰიპოთეზას, რომელიც მოკლებულია სამართლებრივი პოლიტიკისა და სამართლის სფეროსთვის დამახასიათებელ არგუმენტაციას.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კანონმდებლობა, რომელიც შუღლის გაღვივების კრიმინალიზაციას ახდენს, ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ არ მოხდეს შესაბამისი ჯგუფების ძალადობრივი „განცაკლკევება" მთლიანი საზოგადოებისგან და მათი მიზანში ამოღება. საბოლოო ჯამში, ამგვარი ნორმები ემსახურება ინკლუზიური საზოგადოების დაცვას, რაც შესაბამის სეგმენტებს შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას გულისხმობს და რაც თანამედროვე დემოკრატიის არსებობისა და განვითარების პარადიგმას ქმნის.   ამ თვალსაზრისით, ზედმეტი და მიუღებელია „დომინანტი სოციალური და მორალური დისკურსის გაძლიერებაზე" საუბარი, რისი ბრალდებაც გაისმა წარმოდგენილ მასალაში.

სახელმწიფო სწორედ იმ პრობლემატური სფეროს მოწესრიგებას ისახავს მიზნად, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მიანიშნებენ. ნორმის მთავარი არსი არის სწორედ იმ უზენაესი ღირებულების უზრუნველყოფა, რასაც მშვიდობა ეწოდება. პლურალისტურ საზოგადოებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ადამიანთა შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას ენიჭება, სადაც არ არსებობს შიში იმისა, რომ რელიგიური, რასობრივი, ეთნიკური და სხვა ნიშნებით ადამიანის კუთვნილების გამო სიტუაციის ესკალაცია შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს.

ისეთი სისხლისსამართლებრივი ნორმების დაცვის ობიექტი, როგორიცაა შუღლის გაღვივების ამკრძალავი დანაწესები, არის საჯარო წესრიგი / უსაფრთხოება. ამგვარი მოწოდების კრიმინალიზაციის მთავარი მიზანი არის უშუალოდ საწყის ეტაპზე კლიმატის ჩამოყალიბების პრევენცია, რომლის დროსაც ხდება გარკვეული ადამიანების აგრესიული ფორმით გარიყვა. ამგვარი გარიყვის დროს იქმნება საშიშროება, რომ შესაბამისი პირები შესაძლოა გახდნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

აღნიშნული შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული (სხვა) სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. შესაბამისად, უშუალოდ მოსაზრების არსის, როგორც ასეთის, აკრძალვა კი არ ხდება, არამედ იმის, თუ როგორ ხდება აზრის კომუნიკაცია. აღნიშნულ კონტექსტში, ლეგიტიმური აკრძალვის შემთხვევაში, ხელშესახები უნდა იყოს გადასვლა უკვე (სხვა) სამართლებრივი სიკეთის დარღვევაში და ზღვარის გადაკვეთა სამართლებრივი სიკეთის მოსალოდნელი დარღვევის თვალსაზრისით.

შუღლის გაღვივების (ისევე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა) დანაშაულის ქვეშ ექცევა მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც  სახეზეა საგრძნობი აგრესიული, მტრული დამოკიდებულება ან ასეთი დამოკიდებულების გაძლიერება, რომელიც ადამიანის ღირსების საფუძველს ლახავს; როდესაც ადამიანს ექცევიან, როგორც მდაბიო/მდაბალ არსებას და არა როგორც პიროვნებას. მხოლოდ კრიტიკა, არასასურველი მოწოდებები, უგემოვნო, მორალურად გასაკიცხი გამონათქვამები, არ ექცევიან დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობაში.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტენსივობის მაღალ ხარისხს უნდა მიაღწიოს კონკრეტულმა ქმედებამ. თუმცა, არის თუ არა კონკრეტული ქმედება ადამიანის ღირსების შემლახავი, განსაკუთრებული მტრული დამოკიდებულების გამოხატულება, განისაზღვრება შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებების ყოველმხრივი შეფასებით. ეს უკანასკნელი კი ობიექტური დამკვირვებლის თვალთახედვას ეყრდნობა. საბოლოო ჯამში კი მხოლოდ სამართალშემფარდებელს შეუძლია შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული გამონათქვამი კანონით აკრძალულ მოწოდებას.

შემოთავაზებული ნორმა, რომლის შინაარსიც ძალადობის ელემენტს ექსპლიციტურად ითვალისწინებს, არ არის პრობლემატური მოწოდებისა და შედეგის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით არსებული სტანდარტების თვალსაზრისით. ამასთანავე, დანაწესი აკმაყოფილებს ნორმის განსაზღვრულობის კრიტერიუმს.  

რაც შეეხება არგუმენტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან შემოთავაზებული ნორმის შესაძლო წინააღმდეგობას, ამ არგუმენტის გასამყარებლად მოყვანილია საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება. გამოთქმული არგუმენტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოწოდების კონტექსტში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას რეგლამენტირებული, თუ შესაბამისი შედეგის იმწუთიერი დადგომის საფრთხე წარმოიქმნა.

უშუალოდ მოწოდებისა და მისი შედეგის შესახებ კონკრეტული ამონარიდის მოყვანა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებიდან, არ არის საკმარისი შემოთავაზებული ნორმის საწინააღმდეგოდ არგუმენტის მოსაყვანად. ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა შემდეგი: „დაუშვებელია, რომ კონსტიტუციური უფლება თავად კონსტიტუციით დაცული დემოკრატიული წესწყობილების ხელყოფისაკენ იყოს მიმართული და კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების საფუძველს ქმნიდეს. გამოხატვის თავისუფლების ზღვარი გაივლის იქ, სადაც გამოხატვა კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს, კონსტიტუციით გაცხადებულ პრინციპებსა და ღირებულებებს შეუქმნის საფრთხეს. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა კონსტიტუციით დაცული სიკეთის უზრუნველსაყოფად შეიძლება განხორციელდეს."

ეს პასაჟი გამოხატავს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს არსს, კერძოდ კი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის იდეას. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვის ზოგადი საფუძვლები (როგორც კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი), ასევე მის შესაბამისად დაწესებული კონკრეტული მზღუდავი ნორმები შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებით, გარდა ერთი უფლების სხვისი მსგავსი უფლებით ბოჭვის უნივერსალური პრინციპისა, ეფუძნება ე.წ. „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის" იდეას.  შესაბამისად, კანონპროექტით  შემოთავაზებული ნორმა შუღლის გაღვივების კრიმინალიზაციის თაობაზე ემსახურება თავად დემოკრატიის ინსტიტუტის, დემოკრატიული სახელმწიფოს არსის დაცვას. 

ამ უაღრესად პრობლემატურ საკითხზე საუბრისას გასათვალისწინებელია საერთაშორისო პრაქტიკა. უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული ნორმის მსგავსი დანაწესები გვხვდება სხვადასხვა დასავლური ქვეყნის სისხლისსამართლებრივ კანონმდებლობაში (მაგ. შვედეთი, სლოვენია, დანია, ისრაელი, გერმანია, ირლანდია, ესტონეთი, კანადა).

ამასთანავე, ქართული სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობაც ითვალისწინებს მთელ რიგ ნორმებს, რომელიც ზღუდავს გამონათქვამებს, რომელიც მიმართულია დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩადენისკენ და საზოგადოებისთვის გარდაუვალი მძიმე შედეგის დადგომისკენ. აზრის გამოხატვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აზრის გამოთქმა, ყოველგვარი შედეგის დადგომის გარეშე, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სიკეთეების დაცვას. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია სსკ-ის 317-ე მუხლი (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), სსკ-ის 3301 მუხლი (საქვეყნოდ მოწოდება ტერორიზმისაკენ) და 405-ე მუხლი (მოწოდება აგრესიის აქტის დაგეგმვისაკენ, მომზადებისაკენ, დაწყებისაკენ ან წარმოებისაკენ)", _ ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე – სად ცდება შსს – იმაში, რომ კრიტიკული აზრი ჩახშობას ცდილობს თუ სასჯელს ამკაცრებს?

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21 დეკემბერი, 2025

თურქეთის მოქალაქე მართლმადიდებლურ ტაძარს 450 ათას ევროდ ყიდის

"ლარი გაუფასურდა, რადგან ეკონომიკაში პრობლემებია"

ყველა სიახლე

სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21.12.2025
საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო