ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა ტესტირების შედეგები, რომლის მიხედვით მხოლოდ 46 აპლიკანტს ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრებაზე გასვლის, საიდანც აღნიშნული უფლებით მხოლოდ 25 კონკურსანტმა ისარგებლა.
საბოლოოდ კი საკრებულოში ხუთი საჯარო მოხელე დასაქმდა, უფრო ზუსტად კი ადგილები გაიმყრეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ერთია ახალი კადრი.
საორგანიზაციო განყოფილების უფროსის თანამდებობის დაკავების სურვილი ოთხ აპლიკანტს ჰქონდა, თუმცა კომისიამ არჩევანი მოქმედ კადრზე, ნანა ბზეკალავაზე შეაჩერა.
საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ორ ვაკანტურ ადგილზე, 12 მსურველთა შორის ლალი კიკაბიძე და ნუნუ სულაკაძე შეირჩა კომისიის გადაწყვეტილებით.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეობა ვერიკო კვირკველიამ შეინარჩუნა ექვს კონკურსანტს შორის.
ასევე, მოქმედი კადრი დარჩა სამდივნოს ხელმძღვანელად ნიკოლოზ კოზანაშვილის სახით. აღნიშნული თანამდებობის დაკავების სურვილი კი მთლიანობაში სამ აპლიკატს გააჩნდა.
რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი საჯარო მოხელეების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შედეგებს, ჩვენი ინფორმაციით, ვერდიქტი გამოტანილია და მისი გასაჯაროება ხვალ, 30 იანვრისთვისაა დაგეგმილი.