ამ წუთებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკონკურსო საატესტაციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
კომისიის წევრებს გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე თანამდებობაზე გაუჭირდათ.
ამ დროის მონაცემებით, ზოგიერთ სოფელში გამგებლის წარმომადგენლის არჩევა ვერ მოხერხდა.
ვაკანტური დარჩა გამგეობის რამდენიმე სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაც.
"თუ უჭერთ, აწიეთ. ამისთვის ვართ აქ შეკრებილები. მე არ ვაპირებ, რომ ვინმე პარტიულობით შევარჩიოთ. ჩვენ პროფესიონალები გვჭირდება“, _ განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
ვაკანტური დარჩა ქალაქ ლანჩხუთში გამგებლის წარმომადგენლის ადგილიც.