ხვალ, თბილისში რუსთაველის ძეგლთან აქცია გაიმართება. “პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოჩა ძიმისტარაშვილის ინფორმაციით, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება დროულად იქნას გამოძიებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობა და ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება.
„აქციას, რა თქმა უნდა შევუერთდებით. ოზურგეთიდან ვუერთდებით იმ მოთხოვნას, რომ დროულად იქნას გამოძიებული იური ვაზაგაშვილის მკვლელობა და დროულად მოხდეს მკვლელების დასჯა“, – გვითხრა გოჩა ძიმისტარაშვილმა.
მისივე განცხადებით, აქციას ოზურგეთიდან 20 კაცი შეუერთდება.