უახლოეს მომავალში პროკურატურა ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო შედეგს დადებს", _ ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, ძალიან მოკლე დროში საზოგადოებას საქმის შესახებ საბოლოო შედეგები ეცნობება. მთავარი პროკურორის მოადგილეს რიცხვი არ დაუკონკრეტებია.
"თავს შევიკავებ კონკრეტული თარიღის დასახელებისგან, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ძალიან მოკლე პერიოდში იქნება", _ აღნიშნა შოთაძემ.