საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების" დეპუტატი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა.
პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავდალიანის გარდაცვალების მიზეზი ხანმოკლე, მაგრამ მძიმე ავადმყოფობა გახდა.
თამაზ ავდალიანი 1964 წლის 16 სექტემბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
1991 – 2006 წლამდე საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი იყო, 2006 – 2012 წლებში სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2012 წლის არჩევნების დროს ის საარჩევნო ბლოკ ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტის წევრი გახდა.
პარლამენტში ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამასთანავე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო.
"გურია ნიუსი" უსამძიმრებს თამაზ ავდალიანის ოჯახს.