ირანს საშუალება აქვს ევროპას წელიწადში 25–30 მლრდ კუბმეტრი გაზი მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას CAspian Energy News–ი ირანის გაზის ნაციონალური კომპანიის ხელმძღვანელზე, აზიზოლლაჰ რამეზანიზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ევროპელი პარლამენტარების მიერ ჩატარებული კვეევა ადასტურებს იმას, რომ ირანს ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ ევროპას წელიწადში 30 მლრდ კუბმეტრი გაზის მიაწოდოს. გაზმომარაგების თვალსაზრისით, ევროპის პოტენციურ პარტნიორებად ირანთან ერთად განიხილება თურქმენეთი და აზერბაიჯანი. ირანი ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის ახალ მარშრუტს ეძებს", – განაცხადა რამეზანიმ.
მისივე თქმით, ამავდროულად ევროპა ცდილობს მომწოდებლების დივერსიფიცირებას. "ამ დროისთვის ირანს გაზის მიწოდების თვალსაზრისით, მსოფლიო ბაზრის 1,5% უჭირავს და 2015 წლისთვის ეს მაჩვენებელი 10%–მდე უნდა გაიზარდოს", – მიაჩნია ირანის გაზის ნაციონალური კომპანიის ხელმძღვანელს.