საქართველოს ყოფილმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ სატელევიზო არხს "24tv"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
შერეული უკრაინულ-რუსულით მოსაუბრე სააკაშვილმა რჩევები არ დაიშურა უკრაინის ხელისუფლებისადმი: "თქვენი ხელისუფლება კორუფციის ჭაობშია. თქვენ გაქვთ მხოლოდ რამდენიმე თვე, რომ გადაარჩინოთ ქვეყანა!" _ მოუწოდა მან უკრაინელებს და მისი პრეზიდენტობისდროინდელი საქართველოს მაგალითი მოიყვანა: "საქართველოში მაშინ ყველანაირი თანხა ბიუჯეტში შედიოდა".