https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

    “კუბა დაეცემა” – ტრამპი

    ნახიჩევანზე ირანული დრონებით თავდასხმის გამო, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა

    ისრაელი აცხადებს, რომ ირანთან ომის „შემდეგ ფაზაში“ გადადის

    დონალდ ტრამპი ირანში სახმელეთო შეჭრაზე – ეს დროის ფუჭად კარგვაა – მათ დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეეძლოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შეიძლებოდა თუ არა აფეთქების შემდეგ, მოწყობილობის ნაწილზე დნმ-ის კვალი დარჩენილიყო?

12:02; 9.02.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დაარღვია თუ არა მთავარმა პროკურატურამ უდანაშაულობის პრეზუმფცია? შეიძლებოდა თუ არა, აფეთქების შემდეგ, ასაფეთქებელ მოწყობილობაზე დნმ-ს კვალი დარჩენილიყო? როგორ მოახერხა პროკურატურამ ბრალდებული გია სოსანაშვილის დნმ-ს მოპოვება და მისი ე.წ. ფალიის სახელურზე გადაკრულ საიზოლაციო ლენტზე არსებულ დნმ-თან შედარება?

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ მოქმედი პოლიციელი ეჭვმიტანილად სცნო – ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურატურამ გუშინ გააკეთა.
უწყებამ განმარტა, რომ მათ გაუმართლათ, და ეჭვმიტანილმა გია სოსანაშვილმა შეცდომა დაუშვა – საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე, ე.წ. ფალიის სახელურზე გადაკრულმა საიზოლაციო ლენტმა უზრუნველყო ის, რომ დნმ-ის კვალი დარჩა.

"ასეთი ტიპის ადამიანები ზოგი "ფალიას" რეზინით აბამს, ზოგი ძაფით, ზოგი იზოლენტით, რომ თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი აფეთქებები. ამ შემთხვევაში მკვლელმა გამოიყენა "იზოლენტი". "ფალიის" სახელურის სურათებში თქვენ შეამჩნევთ, რომ სახელურზე შეინიშნება ე.წ. იზოლენტის გადაკვრის კვალი, ანუ ერთი მხარე არის წებოვანი. სწორედ "იზოლენტის" წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ-ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა.

დასამალი არ არის, ჩვენ გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება, გაგვიმართლა და ამ შეცდომის საფუძველზე აღმოჩნდა სახელურზე დნმ-ის კვალი. ეს დაედო საფუძვლად იმას, რომ დღეს ჩვენ გავხსენით ეს საქმე და ვიცით უშუალოდ ის პიროვნება, რომელმაც ააფეთქა იური ვაზაგაშვილი", – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ.

ამ განცხადების შემდეგ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, ბრალი ოფიციალურად  წარუდგინეს – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

თუმცა, სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც მისი ადვოკატი, სოსო ჯოგლაძე ამბობს, ის სოფელ ყარაფილაში აფეთქების ადგილას დნმ-ს აღმოჩენის შესახებ პროკურატურის განცხადებას, ეჭვით უყურებს და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

ვაზაგაშვილის საქმის გახსნასთან დაკავშირებულ პროკურატურის განცხადებას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და გარკვეული კითხვებიც გაჩნდა – დაარღვია თუ არა უწყებამ უდანაშაულობის პრეზუმფცია, როცა განცხადებაში აღნიშნა, რომ "საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია".

შეიძლებოდა თუ არა, აფეთქების შემდეგ, ასაფეთქებელ მოწყობილობაზე დნმ-ს კვალი დარჩენილიყო?

როგორ მოახერხა პროკურატურამ ბრალდებული გია სოსანაშვილის დნმ-ს მოპოვება და მისი ე.წ. ფალიის სახელურზე გადაკრულ საიზოლაციო ლენტზე არსებულ დნმ-თან შედარება?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი "გურია ნუსთან" ამბობს, რომ უშუალოდ ის ნაწილი, ფალიის სახელური, რაზეც როგორც პროკურატურა ამბობს, იზოლენტა იყო დახვეული და დნმ შენარჩუნებული, უშუალოდ არ მონაწილეობს აფეთქებაში.

"ეს ნაწილი აფეთქებაში არ მონაწილეობს.  ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა სახელური, აფეთქების ძალით, სხვაგან გადავარდნილა.

თუმცა, ძნელია იმაზე საუბარი შეინარჩუნა თუ არა მან დნმ-ს კვალი. პროკურატურის მიერ დასახელებულ მტკიცებულებაზე, დაცვის მხარე ექსპერტიზას მოითხოვს, ამიტომ, ამის პასუხს, სასამართლოს უნდა დაველოდოთ", _ ამბობს ალადაშვილი "გურია ნიუსთან".

რაც შეეხება კითხვას, ბრალდებულის დნმ-ს მოპოვებასთან დაკავშირებით, ექსპერტი განმარტავს, რომ მისი მოპოვება ოპერატიული სამუშაოების ფარგლებში, არ არის რთული.

"ეს არაა რთული საქმე, როდესაც ეჭვს მიიტანდნენ  პირზე, მის დნმ-ს კბილის ჯაგრისიდან, თმის ღერიდან, მისი ნაპირალი ჭიქიდან აიღებდნენ. ისე, რომ მას ამის შესახებ არც ეცოდინებოდა. ოპერატიული სამუშაოები ამას გულისხმობს. ჩვენ ხომ არ ვიცით  რამდენ ხანს იყო ის დაკვირვების ქვეშ?

გონიერი პროკურატურა, ჯერ  დნმ-ს აიღებდა, შეადარებდა არსებულთან და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებდა განცხადებას ასეთ  რეზონანსულ საქმეზე", _ ამბობს ალადაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, "დემოკრატიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა" განცხადება გაავრცელა, სადაც უწყების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზეა საუბარი.

"საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალის წარდგენამდე, დაკავებული ადამიანი ინარჩუნებს ეჭვმიტანილის სტატუსს, ხოლო ბრალის წარდგენის მხოლოდ შემდეგ, დასაშვებია მისი ბრალდებულად წოდება.

ცნობილია, რომ დღეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია პირი – მოქმედი პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, ხოლო იმის მიუხედავად, რომ დაკავებულ პირს, პროკურატურის ოფიციალური განცხადების დროისათვის, ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი და მით უმეტეს, მის მიმართ არ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პროკურატურამ ის პირდაპირ დანაშაულის ჩამდენად – "მკვლელად" გამოაცხადა.

ამასთნ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ძირითადი ნივთმტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც პირდაპირ "მკვლელად" იქნა წოდებული პირი, თუმცა მსგავსი ნივთიერი მტკიცებულება, შესაძლოა, არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენის, არამედ თანამონაწილის გამოსავლენად იყოს გამოსადეგი.
ჩვენ მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, დაინტერესდეს აღნიშნული სამართალდარღვევით და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მივმართავთ საქართველოს, პრემიერ-მინისტრს, რომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მომავალში თავიდან იქნეს აუცილებული ადამიანის უფლების მსგავსი ფორმით შელახვის ყოველგვარი შესაძლებლობა უწყების მხრიდან, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა გააჩინოს დამატებით პასუხგაუცემელი კითხვები", – წერია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურა: 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს  საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. ფალიის სახელური, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის "ფალიის" სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალ შტატებზე კონკურსი გამოცხადდება

ინტერნეტი ადამიანის მეხსიერებას ცვლის

ყველა სიახლე

საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6.03.2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: გზის დაზიანების გამო, გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19:35; 6.03.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა

19:03; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი და კოსი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

18:45; 6.03.2026
პოლიტიკა

ანიტა ჰიპერი: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლებას

18:38; 6.03.2026
პოლიტიკა

კალასი: ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში რეპრესიების წარმომადგენლების ადგილი არ არის

18:33; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები

18:09; 6.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

17:47; 6.03.2026
პოლიტიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი: საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის

17:18; 6.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:06; 6.03.2026
საზოგადოება

სენაკში ტაქსიში დაგროვილი გაზი აალდა – არიან დაშავებულები

16:54; 6.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის Amex ბარათის მიღება უკვე ონლაინ, წამებში არის შესაძლებელი

16:51; 6.03.2026
სამართალი

რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს გურიაში და რომელ წესს არღვევენ ხშირად მძღოლები (სტატისტიკა)

16:45; 6.03.2026
საზოგადოება

როგორ შევარჩიოთ საძინებლის ავეჯი

16:45; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო