სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია თანამდებობაზე რჩება.
ამის შესახებ შონიამ "გურია ნიუსს" იმ თემის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც მან რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტი დატოვა.
ადგილზე რჩება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, გიგა ზესაშვილიც. ინფორმაცია ამის შესახებ, "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ასევე, სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიგა ზესაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ.