ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 30 იანვარს გამართული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ბოლო სხდომის მიხედვით 15 საჯარო მოხელის ადგილი ვაკანტური დარჩა და მათზე ხელახალი კონკურსი კანონით გათვალისწინებულ ვადაში, დაახლოებით სამ თვეში ჩატარდება, -განაცხადა ჩვენთან საუბარში გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების გამგემ მაკა სულაბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ კომისიის გადაწყვეტილებით უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში 10 ვაკანსია დარჩა, ხოლო ხუთიც – ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც გამგებელმა თავის წარმომადგენლად ზოგან სრულიად ახალი კადრი მოიყვანა, ზოგსაც კვლავინდებურად დააკისრა მოვალეობის შესრულება.
გარდა ზემოთ აღნუშნილი 15 ვაკანსიისა, ასევე კონკურსს ექვემდებარება დამატებით კიდევ 22 საჯარო მოხელის საშტატო ერთეულიც, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაემატა გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწის სახით.