ხვალიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების სამსახურში მოსვლის და წასვლის დროს სპეციალური აპარატი დააფიქსირებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, კედელზე დამონტაჟებული ორი ტაიმერიდან ერთი მოსვლის, ხოლო მეორე წასვლის დროს თითოეული თანამშრომლის თითის ანაბეჭდით სპეციალურ ბაზაში ასახავს. დაგვიანების რამდენიმე შემთხვევაზე თანამშრომლებს დისციპლინური სასჯელი დაეკისრებათ.