აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს იმაში, რომ აუცილებელია ანტირუსული სანქციების გაგრძელება _ იუწყება Reuter.
"თუ კი რუსეთი გააგრძელებს მიმდინარე კურსს, რომელიც ანგრევს რუსულ ეკონომიკას და ზიან აყენებს რუსებს, აგრეთვე, საშინელ ზემოქმედებას ახდენს უკრაინაზე, მაშინ რუსეთის იზოლაცია პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც უფრო გაღრმავდება", _ თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დღემდე დგას დღის წესრიგში: "თუმცა, მე ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება ამ საკითხზე", _ განაცხადა ობამამ.
თავის მხრივ, ანგელა მერკელმა თქვა, რომ უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის მომხრე არაა.