თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით,
"ქართულ ოცნებაში" განვითარებულ მოვლენებზე. და თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე, მზადაა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში ედებატოს.
"დარწმუნებული ვარ, დებატებისას ბევრ საინტერესოს გაიგებს ხალხი. მე მზად ვარ და ვთხოვ, გამოვიდეს, დავსხდეთ დებატებში, თუკი მას აქვს ხელში არგუმენტები და თუ აქვს თავმოყვარეობა", _ განაცხადა ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" საუბრისას.