გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მინსკში ელოდებიან, სადაც ამ ოთხეულის შეხვედრა უნდა გაიმართოს.
პუტინი უკვე ჩავიდა მინსკში, თუმცა, დარბაზში, სადაც შეხვედრა უნდა გაიმართოს, ჯერ არ გამოჩენილა.
მანამდე მერკელი და ოლანდი გამართავენ "მოკლე გასაუბრებას" პოროშენკოსთან.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ, ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. ქართული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ პოროშენკო საკუთარ გადაწყვეტილებას ოთშაბათს ანუ დღეს გაახმოვანებდა ოფიციალურად. არადა, მას დღეს მეტად მნიშვნელოვან შეხვედრა აქვს, რომელზედაც, შეიძლება უკრაინის ყოფ-არყოფნის საკითხიც კი გადაწყდეს.
სააკაშვილის პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნას ოფიციალურად არ ადასტურებს არც უკრაინის ხელისუფლება და არც უკრაინული მედია.