IDFI-მ დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, სადაც გაუმჭვირვალობის სერთიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
IDFI-ს ანგარიშის მიხედვით, დაწესებულების კატეგორიების მიხედვით ასევე დასახელდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ყველაზე არაანგარიშვალდებული უწყებები, მათ შორის, არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, წალკის გამგეობა, ხობის გამგეობა, თეთრი წყაროს საკრებულო, მარნეულის საკრებულო, მარტვილის საკრებულო, ქობულეთის საკრებულო, შუახევის საკრებულო, წალკის და ბოლნისის საკრებულოები.