მინსკში მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 14 თებერვლიდან უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და მძიმე ტექნიკის გაყვანა კონფლიქტის ზონიდან.
გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA იუწყება, რომ მერკელი, ოლანდი და პოროშენკო ცდილობენ, დაითანხმონ რუსეთის მხარე, რომ ცეცხლი ორ დღე-ღამეში შეწყდეს.
შეხვედრის დროს მომზადებულ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწერონ საკონტაქტო ჯგუფის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, "ДНР"-ისა და "ЛНР"-ის ხელმძღვანელობამ.