შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულება გასაჯაროვდა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მათი პრიორიტეტია ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება.
სწორედ ამიტომ, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაცია სხვადასხვა დანაყოფების დებულებების გასაჯაროებაზე.
დებულება უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში.
შეგახსენებთ, რომ IDFI-მ დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, სადაც გაუმჭვირვალობის სერთიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.