როგორც საინფორმაციო სააგენტო „euronews“ იუწყება, იტალიის ქალაქ გროსეტოს სასამართლომ, ლაინერ „კოსტა კონკორდიას“ კაპიტანს, ფრანჩესკო სკეტინოს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2014 წლის 14 იანვარს, საკრუიზო ლაინერმა „კოსტა კონკორდიამ“ კუნძულ ჯილიოსთან ახლოს, ნაპირთან მიახლოების გამო კატასტროფა განიცადა, მაშინ, როცა ბორტზე 4200 მგზავრი იმყოფებოდა.
სასამართლომ სკეტინო დამნაშავედ სცნო კატასტროფის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის განზრახ მკვლელობასა და ევაკუაციის დასრულებამდე გემის მიტოვებაში.
მას ამავდროულად დაეკისრა დაზარალებული მგზავრებისთვის დიდი კონპენსაციებისა და კუნძულ ჯილიოს ეკოლოგიური დაბინძურებისთვის ჯარიმების გადახდა.
გროსეტოს პროკურატურა ლაინერის კაპიტნისთვის 26 წლიან სასჯელს ითხოვდა.