ამ წუთებში ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სამინისტროს წარმომადგენლები, საზოგადოებასთან შეხვედრას მართავენ. შეხვედრაში შსს-ს ადმინისტრაციის და დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც მონაწილეობენ.
არჩილ თალაკვაძე შსს საქმიანობაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებაზე, დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობასა და ამ კუთხით არსებული გამოწვევების სათემო დონეზე განხილვის შესახებ საუბრობს.
შეხვედრას გურიის გუბერნიის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებიან.