მინსკში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში, 15 თებერვალს, 00:00 საათზე უნდა შევიდეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მას არ აქვს იმედი, ეს შეთანხმება შედგეს.
“მინსკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არის ასეთი, რომ არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. დიდი დამაჯერებლობით არ ვუდგები ხოლმე ისეთ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს რუსეთი აწერს.
ამ ხელშეკრულებას არ ექნება არანაირი პოზიტიური შედეგი, სავარაუდოდ რუსეთი გააგრძელებს თავის აგრესიულ ქმედებებს, სანამ არ დაინახავს კონკრეტულ შემაფერხელებელ ნაბიჯებს დასავლეთის მხრიდან.
ამ ნაბიჯებში მთავარი არის ის, რომ უკრაინას უნდა მიეწოდოს თავდაცვის იარაღი, რომელიც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება რუსეთი გააჩეროს, ეს არის საპირისპირო ძალა“, _ თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.