ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ლიდერ ზახარჩენკოს აგრესიული რიტორიკა არ შეუწყვეტია _ მისი თქმით, ბოევიკები უკრიანის ქალაქ ხარკოვის აღებას აპირებენ.
ზახარჩენკო აცხადებს, თუ კიევი არ შეასრულებს მინსკის ხელშეკრულებაში მოყვანილ ვალდებულებებს, ისინი ფართომასშტაბიან შეტევას განახორციელებენ:
"პირველ რიგში, ჩვენ გავანადგურებთ "დებალცევოს ქვაბს" უკრაინელ სამხედროებთან ერთად, სადაც 6-დან 8 ათასამდე ადამიანი იმყოფება. შემდეგ მოწინააღმდეგეს წავართმევთ მარიუპოლს და როცა ამ ყველაფერს მოვრჩებით, ჩვენს ყველა ძალას მივმართავთ იქეთ, რომ ავიღოთ ხარკოვი", _ თქვა ზახარჩენკომ და დაამატა: "ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ავიღებთ ხარკოვს, რადგან ამ ქალაქში ცხოვრობს უამრავი ადამიანი, რომლებსაც უნდა ოკუპანტებისგან გათავისუფლება".