ექსპერტთა გამოკვლევით დადგინდა, რომ საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების მშენებლობის თვალსაზრისით, შვეიცარია მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქვეყანაა.
შვეიცარიის ქალაქები ციურიხი და ჟენევა მსოფლიოში, მშენებლობის თვალსაზრისით, ყველაზე ძვირი ქალაქები აღმოჩნდა.
დეველოპერებისთვის ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგში შვეიცარიამ უკან ჩამოიტოვა დანია და ფინეთი, რომლებმაც შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს. ამ რეიტინგში მეოთხე ადგილი წილად ირლანდიას ხვდა.
მშენებლობისთვის უძვირესი ქვეყნების რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდა: ავსტრალია, ბაჰრეინი, შვედეთი, გერმანია, სინგაპური და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.
რეიტინგი კონსალტინგურმა კომპანია „ეს ჰარისმა“ შეადგინა.