იტალიის ქალაქ ივრეას ქუჩებს ფორთოხლისფერი ამშვენებს. აქ ფორთოხლის ბრძოლის ტრადიციული კარნავალი იწყება.
ეს ყოველწლიური ექსტრემალური ღონისძიება ათასობით ტურისტს ხიბლავს.
"როგორც კი თქვენ ამაში მონაწილეობას მიიღებთ, ვეღარ შეძლებთ გაჩერებას. თქვენ მთლიანად იძირებით ამ აქტივობაში, კარნავალში, მაგრამ ფორთოხლის გასინჯვა დიდი ხანი აღარ მოგინდებათ“, _ ამბობს კარნავალის ერთ-ერთი მონაწილე.
ღონისძიების ჩატარების დროს ქუჩები და მოედნები ფორთოხლის წვენში იძირება, დაშავებულები კი, სასწრაფო დახმარების ეტლით გაჰყავდათ ადგილიდან.
კარნავალი სიმბოლურია. ლეგენდის თანახმად, პირველად ის მე-12 საუკუნეში გაიმართა და შემდეგნაირ დატვირთვას ატარებდა – ჩვეულებრივი ხალხი ამით ტირან დიდებულებს უპირისპირდება.
ძალიან ბევრი ქალაქელი, ამ ყოველწლიურ ფორთოხლის ბრძოლაში, ბავშვობიდან მონაწილეობს.
ცნობისთვის, ანალოგიური ფესტივალი ესპანეთის ქალაქ ბუნეოლშიც ტარდება, სადაც კარნავალის მონაწილეები ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღად პომიდვრებს იყენებენ.