საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთ საცხოვრებელ ბინას ფლობს, რომელიც 32.00 კვ.მ-ა. ხოლო, ბორჯომში 300.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს და 130.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენის მიერ შევსებული 2015 წლის 9 თებერვლის დეკლარაციაშია მითითებული.
მის საკუთრებაშია, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 17.00კვ.მ ფართობის ავტოფარეხიც.
ომბუდსმენს თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 5 550.38 ევრო აქვს. სახელფასო ანგარიშზე კი 4 245.35 ლარი.
ნანუაშვილის თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ირიცხება 22.73 დოლარიც.
მის საკრედიტო ბარათზე ირიცხება 990.00 ლარი და 1 000.93 დოლარი.
უჩა ნანუაშვილს, საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობისთვის, წინა წელს ხელფასის სახით მიღებული აქვს 89 670.46 ლარი.
რაც შეეხება ომბუდსმენის მეუღლის, ირმა მამასახლისის ქონებას, მიმდინარე წლის 9 თებერვალს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მამასახლისი თბილისში 2 ბინას ფლობს – ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომელიც 33.00 კვ.მ ფართობისაა და მშენებარე 120.00 კვ. მ ფართობის ბინას პოლიტკოვსკაიას 18ბ-ში.
რაც შეეხება მის მიმდინარე ანგარიშებს, ირმა მამასახლისს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1 719.93 ლარი აქვს, ხოლო ამავე ბანკის ანაბარზე 1 367.92 დოლარი.
ირმა მამასახლისს, რომელიც ააიპ ადამიანის უფლებათა ცენტრში საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით 5 462.85 ლარი აქვს მიღებული.