აჭარის პროკურატურის შენობაში, დღე,ს შიმშილობა დაიწყო მოქალაქე გულნარა სარიშვილმა, რომელიც ათი წლის წინ დაღუპული შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს.
25 წლის გიორგი ბოლქვაძე 2004 წელს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა და დედა მიიჩნევს, რომ იგი საავადმყოფოს ერთერთი ექიმის სამედიცინო შეცდომის გამო დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით თავის დროზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმი დააკავეს კიდეც. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს.
გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართა და ახლა საქმის ხელახალ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.