ქალაქ ოზურგეთში, ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ახალგაზრდები სამედიცინო ცენტრ მედლაფაში არიან გადაყვანილები.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ 118 მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.