უვადო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, ბათუმის საპყრობილესთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებისაგან საქმეების გადახედვისა და სასჯელის შემსუბუქებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული პატიმრები უკვე 33-ე დღეა შიმშილობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. მათივე ინფორმაციით, მოშიმშილე 81 ადამიანიდან რამდენიმე ათეული ადამიანის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
თუკი აქციის მონაწილეების მოთხოვნები საქმეების გადახედვისა და სასჯელის შემსუბუქების შესახებ არ დაკმაყოფილდება, ისინი ფართო მასშტაბიანი აქციების მოწყობითა და საპატიმროებთან შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.