ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით ეროვნული ბანკის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს:
_ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ კომენტარებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის თავდასხმებზე, რომელიც ხორციელდება ეროვნულ ბანკზე. ვიზიარებთ რა იმ პასუხისმგბელობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენ არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას საჯაროდ, ეს არ არის ჩვენი მანდატი, _ განაცხადა ქადაგიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ქადაგიძე ეროვნული ვალუტის კრიზისამდე მიყვანაში დაადანაშაულა:
_ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი “ექსპერტები”, რომლებიც ყოველგვარი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე ხელს იშვერენ მთავრობისკენ, მაშინ როდესაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.