ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა.
ღონისძიებას ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე, პარლამენტის დეპუტატები _ თემურ ჭკუასელი, ვანო კიღურაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეიდან, ხიდისთავის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო და კერძო სექსტორის სერვისები.
საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას პენსიის და პირადობის მოწმობის აღებაც შეუძლიათ.
ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო ინტერნეტსაც სთავაზობს.
წულუკიანის თქმით ასეთი ტიპის ცენტრი პირველი საქართველოში.
ბიბლიოთეკაში ნოდარ დუმბაძის კუთხეც მოეწყო, სადაც მწერლის ფოტოები და რომანებია დაცული.
ღონისძებაზე თეა წულუკიანმა საკრებულოს დეპუტატებს მიმართა, რომ ბიბლიოთეკას ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭოს:
_ ეს უკვე გადაწყვეტილია, _ წულუკიანის რეპლიკას უპასუხა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გაგებლმა ირაკლი კუჭავამ, რომლის განმარტებით ამ საკთხზე უკვე გაირა კონსულტაციები საკრებულოს წევრებთან.