ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამდებობის პირთა და სტრუქტურული ერთეულების მიერ სამსახურეობრივი მოვალეების შესასრულებლად გამოსაყენებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ადმინისტრაციის გენერატორის საწვავით უზრუნველყოფა განხორციელდეს ამ განკარგულებით დამტკიცებული ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში:
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – 800 ლიტრი, სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახური -300 ლიტრი, გუბერნატორის ადმინისტრაციის, სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის აპარატის სამსახური -150 ლიტრი, გუბერნატორის ადმინისტრაციის გენერატორი -200 ლიტრი დიზელი.
სტიქიური მოვლენების, ფორსმაჟორული გარემოებების ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ყოველთვიური ლიმიტების ცვალებადობა სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაციის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.
აღნიშნულ განკარგულებას, რომელიც 2015 წლის 26 თებერვლით არის დათარირებული ხელს სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი მოისწრაფიშვილი აწერს.