ამ წუთებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონულ ოფისში "ქართული ოცნების" აქტივისტები მივიდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა ოზურგეთის მუნიციპალიეტის გამგეობაში და ქალაქ ოზურგეთის მერიაში ნეპოტიზმის ფაქტებზე ისაუბრეს.
"ქართული ოცნების“ აქტივისტების მისვლის შესახებ ინფორმაციას თავად"ნაციონალური მოძრაობა“ ფოტომასალასთან ერთად სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"გურია ნიუსი“ რამდენიმე წუთში დამატებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.