ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია ნასამართლევია. ის, 2010 წელს თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გოგოხიას თქმით, ციხეში 4 თვე გაატარა:
_ 4 თვე ვიჯექი. ჯერ ზუგდიდის ციხეში, შემდეგ გლდანის ციხეში. ის ყველაფერი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ციხეში ხდებოდა, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.
_ ბატონო ირაკლი, მერი რომ თაღლითობაზე ნასამართლევი ეს უხერხულობას არ ქმნის?
_ ნამდვილად არ მიქმნის უხერხულობას. ეს მთელმა ზუგდიდმა იცის და არჩევნებშიც კარგად გამოჩნდა, რომ არანაირი შეხება მაგ საქმესთან არ მქონია.
გოგოხიას 180-ე მუხლის გარდა, ბრალი 210-ე მუხლითაც წაუყენეს (მუხლი 210. ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება1. ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება/გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხწლამდე…).
_ რეალურად რა მოხდა ბატონო ირაკლი, რატომ დაგაკავეს?
_ ალბათ იმიტომ, რომ უნდოდათ ჩემი ციხეში ყოფნა. არანაირი შეხება საქმესთან არ მქონია.
_ წინაასარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოტყუებაში თენგიზ ჯგუშიაც გადანაშაულებდათ, რომელიც ამბობდა, რომ ფულს გოროზიასთან ერთად შოულობდით…
_ ის არ უთქვია, რომ ბავშობიდან ჩემი მეგობარი იყო?!
_ ამას მგონი მნიშნველობა არ აქვს…
_ ვის აინტერესებს ახლა ეგ ამბები…
_ ის, რომ ქალაქის მერი ნასამართლევია, ინტერესის საგანი არ უნდა იყოს? სხავათა შორის, ჯგუშია ამბობდა, რომ თქვენი განცხადებები, რომელთა თანახმადაც ბიზნესზე ზეწოლის გამო დაგაკავეს, სიცრუე იყო… უფრო მეტიც, ბრალს გდებდათ, რომ ზაზა გოროზიასთან ერთად ფულს შოულობდით თაღლითური გზით.
_ თენგიზ ჯგუშიას განცხადებებზე კომენტარებს არ ვაკეთებ.
_ გოროზიასთან მეგობროდით?
_ ძალიან გადაკლული არა, მაგრამ ნორმალური ურთიერთობა მქონდა.
_ და მაინც დაგაკვეს?
_ ხო, ასე გამოვიდა, _ დაგვიზუსტა გოგოხიამ, რომლის თქმით, ნასამართლეობა ახალმა ხელისუფლებმა მოუხსნა.
ირაკლი გოგოხია დაიბადა 1969 წლის 26 აგვისტოს, ქალაქ თბილისში.
1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისეტის კომერციის ფაკულტეტი, 1995 წელს კი ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
1995 წელს სწავლობდა ფრანკფურტის საბანკო აკადემიაში. ამავე წელს იყო „დოიჩებანკის“ სტაჟიორი.
1991-1993 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „კავკასიის სასაქონლო სანედლეულო სავალუტო ბირჟის ზუგდიდის ფილიალის“დირექტორის მოადგილე.
1993-1995 წლებში იყო ბანკ „გეას“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-2002 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალს; 2002-2003 წლებში იყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006 წლამდე კი საკრებულოს წევრი.
2007 წელს დაარსა შპს „ზუგპეტროლი“, 2009 წლიდან კი შპს „ოილპროს“დამფუძნებელია.