ლონდონის ეკონომიკის სკოლის სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ყველაზე წარუმატებელი დღეა სამშაბათი და არა ორშაბათი, როგორც ბევრს მიაჩნია.
ცრუმორწმუნეთათვის ასეთი მოულოდნელი დასკვნა მათ ექსპერიმენტის საშუალებით გააკეთეს, რომელშიც 20 ათასი საცდელი პირი მონაწილეობდა.
საინტერესოა, რომ გამოსაცდელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება და მათი ადგილსამყოფელი სპეციალური თანამგზავრების საშუალებით განისაზღვრებოდა.
ამგვარად სწავლულებმა შეძლეს, განესაზღვრათ არა მარტო დღე, არამედ ყველაზე „ბედნიერი ადგილი“ დიდ ბრიტანეთში. ეს აღმოჩნდა საკურორტო ქალაქი ბორნმუტი. ლონდონის სითიში, ისტბურნსა და სლაუში ბრიტანელების ცხოვრება, თურმე, ნაკლებად ტკბილია.
ბრიტანელი სწავლულები აპირებენ, განაგრძონ კვლევები… უთვალთვალონ ადამიანებს სივრცეში, აგრეთვე, დროში, ახლებურად გამოიყენონ ტექნოლოგია და დაადგინონ, როგორ მოქმედებს ადამიანების ფსიქიკასა და მათ ჯანმრთელობაზე გარემო პირობების პრობლემები, ბუნების სილამაზე და, ასევე, კლიმატური პირობები…