ცოტა ხნის წინ საფრანგეთში გამართულ ტრადიციულ ღვინის აუქციონზე იშვიათი ჩამოსხმის ბოთლი – ყვითელი ღვინო – რეკორდულ ფასად გაიყიდა.
ღვინო, რომელიც 1773 წლის მოსავლიდან არის მიღებული ლუდოვიკო მეთხუთმეტის ეპოქაში იყო დამზადებული და მასში 57 ათასი ევრო გადაიხადეს.
ღვინის მყიდველი შვეიცარიელი პიერ შევრიეა, რომელიც აცხადებს, რომ მას მალე დააგემოვნებს.
საფრანგეთში მეღვინეობით ცნობილი ჟიურის მხარის წარმომადგენელმა, სადაც ყვითელ ღვინოს აწარმოებენ, კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ამ სახეობის ღვინო, ბოლოს და ბოლოს, შესაბამისად დააფასეს.
ყვითელი ღვინო ქარვის ფერს სოვინიონის ჯიშის ყურძნის ბუნებრივი დუღილის გამო იძენს, რომელსაც სპეციალურ საფუარს უმატებენ. დაღვინება მუხის კასრებში ხდება 6 ან მეტი წლის განმავლობაში.