საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან, 19 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.2005 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.1939 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 19 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3380 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.3293 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა.