"ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც იმსჯელებენ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე, პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში შესულ კანონპროექტებზე ინფორმაციას მიაწვდიან.
კოალიციის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.