ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნა. ერთი სახელისუფლებო, მეორე _ ოპოზიციური. ფრაქციას "ქართული ოცნება მრეწველები" შალვა ჩანტლაძე ხელმძღვანელობს, მისი წევრები კი თემურ ხუხუნაიშვილი და გოჩა სეხნიაშვილი არიან.
მეორე ფრაქციას "პატრიოტთა ალიანსი" ჰქვია და მისი ხელმძღვანელი "რესპუბლიკური პარტიიდან" ცოტა ხნის წინ გასული ირაკლი ახობაძეა. ახობაძეს ფრაქციაში გოდერძი გოგიაშვილი და რომან ჯულაყიძე არიან.
ამ დრომდე ჩოხატაურის საკრებულოში 5 ფრაქცია იყო _ "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო"; "ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმი"; "ქართული ოცნება _ რესპუბლიკელები", "ქართული ოცნება _ თავისუფალი დემოკრატები"და "ერთობა".
რისთვის იქმნება, რას აკეთებენ, როგორ პოულობენ თანამოაზრეებს და რა თანხები იხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფრაქციებისთვის _ ამის შესახებ ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.