საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ გაბიანი დაინიშნა.
თამარ გაბიანი ამ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად, 98 კონკურსანტს შორის შეირჩა.
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თამარ გაბიანმა 2006-2008 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრის წოდება მოიპოვა.
2002-2005 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ასპირანტურაში.
1995-2000 წლებში კი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე (აქვს მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი)
რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, 2014 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე ა. ა. ი. პ საზოგადოებრივი დამცველის იურისტი იყო;
2013, დეკემბრიდან – 2015 თებერვლამდე – ციხის საერთაშორისო რეფორმის პროექტის ოფიცერი;
2013 სექტემბრიდან – 2014 თებერვლამდე – ა. ა. ი. პ "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის", იურისტი და პროექტის კოორდინარტორი;
2013 ივლისიდან – 2015 თებერვლამდე – სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;
2012 ოქტომბრიდან – 2013 ოქტომბრამდე – ა. ა. ი. პ "საზოგადოებრივი დამცველის" იურისტი;
2010 აგვისტოდან – 2015 თებერვლამდე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
2010 ივლისიდან – 2015 თებერვლამდე – ა.ა.ი.პ "ახალგაზრდები სამართლიაობისათვის" დამფუძნებელი, გამგეობის წევრი, იურისტი;
2009 მარტიდან – 2010 მარტამდე – ა. ა. ი.პ " ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" იურისტი/პროექტის კოორდინატორი;
2004 დეკემბრიდან – 2005 ივნისამდე – "საერთაშორისო სამედიცინო დახმარების ცენტრის" (IMSS) კონტრაქტების მენეჯერი,
2001 აგვისტოდან – 2004 თებერვლამდე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
2000 სექტემბრიდან – 2001 მაისამდე – მაკედონიის ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის ლექტორი;
2000 ივლისიდან – 2001 ივლისამდე – ს. ს. აგრომრეწვბანკის, იურისტი, სტაჟიორი;
1998 სექტემბრიდან – 1999 ოქტომბრამდე – საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე,
ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.
განხორციელებული აქვს რამდენიმე პროექტი, მათ შორის, 2014-2015 წლებში – პატიმართა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების მხარდაჭერა;
2012 დეკემბერი – 2013 ივნისი – პატიმართა ჯანდაცვის უფლების მონიტორინგი და მხარდაჭერა;
2011 დეკემბერი – 2013 ივლისი – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდის გადავადებისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების მხარდაჭერა.
აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსის" მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე, სახალხო დამცველის ოფისს წარმოედგინა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი, ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, ის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს, თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ ომბუდსმენის აპარატისგან ჩვენთვის გაბიანის CV-ის მოწოდება პრობლემა არ ყოფილა.
"თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატის დიპლომის ასლი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არარსებობის პირობებში, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას გადმოგცეთ ზემოხსენებული დოკუმენტი", _ აღნიშნულია "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.
ცნობისთვის, თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, სახალხო დამცველის ბრძანებით, 2014 წლის 9 დეკემბერს შეიქმნა. მისი ძირითადი ფუნქციაა სახალხო დამცველის აპარატში შესული თავდაცვის სფეროში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების მომზადება.
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობის მიზნით.
დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას წარმართავენ დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე, სპეციალისტები და დამხმარე მოსამსახურეები.