ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინააღმდეგ, ხვალ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართება.
ოთხი ყოფილი კონკურსანტი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 29 დეკემბრის სხდომის ოქმის ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც მათ უარი ეთქვათ ვაკანტურ ადგილებზე მათი კანდიდატურების წამოყენების თაობაზე.
მათ უფლებებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.