ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროგრესია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით. გადავედით სამოქმედო გეგმის მეორე-დასკვნით ფაზაზე.
_ უელსის სამიტზე გადაწყდა საქართველოსთვის „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ შემუშავება, რითიც საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
მნიშვნელოვანი იყო ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით: შემცირდა აღიარებათა რიცხვი, კერძოდ 2014 წელს ტუვალუმ უარყო ადრე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონის-აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობის თაობაზე და ცალსახად დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
7 სახელმწიფოთი გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.