"ძალიან მახარებს, რომ ჩვენ მიერ შექმნილმა სოლიდარობის ფონდმა ონკოლოგიური დაავადების მქონე 77 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა 2 063 000 ლარით დაამტკიცა" _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით ფონდის მხარდაჭერით 46 პაციენტის მკურნალობა საქართველოში განხორციელდა, ხოლო 31-ის კი საზღვარგარეთ.
_ დღეისათვის სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 2 300 000 ლარი იქნა მობილიზებული, _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.