ქობულეთის გამგეობის მიერ შეძენილი სავარძლები, დივანი და კარადა, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის საგანი გახდა. ქამრების შემოჭერის ფონზე მუნიციპალიტეტი ათი ათას ლარს რბილ ავეჯში ხარჯავს.
მიმდინარე წლის მარტში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და ის 10000 ლარით გაიზარდა. შეიქმნა ახალი აიპი სამსახური, სადაც "ქართული ოცნების" აქტივისტები დაასაქმეს. – განაცხადეს აჭარის ნაცმოძრაობის ოფისში დღეს, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენიცა მოაწყვეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში კი რამდენიმე სკამის, მაგიდის და კარადის შეძენას აუცილებლობით ხსნიან.
"ამ ყველაფრის შეძენა აუცილებელი იყო იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც კონკურის დასრულების შემდეგ დასაქმდნენ უწყებაში. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი ცეცხლაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მუშაობა ფეხზე დგომით უწევთ. რაც შეეხება აიპს იქ "ქართული ოცნების" აქტივისტები არ არიან დასაქმებულები."