შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში გადაადგილებისას უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტით იქნებიან უზრუნველყოფილი. აღნიშნული მომსახურებით თვეში საშუალოდ 80 უსინათლო ისარგლებლებს. პროექტის ღირებულება 12 150 ლარია.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ ფრიდონ ლობჟანიძემ.
შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში 400 000 ლარია გათვალისწინებული. თანხა წლის განმავლობაში შშმ პირთათვის სხვადასხვა პროექტების განცორციელებას მოხმარდება.