ცოტა ხნის წინ ბრიტანული გამოცემა “The Sun“-ის ჟურნალისტებმა გაზეთის მკითხველებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარეს და დაადგინეს ის ქვეყნები, რომლებშიც ყველაზე მოვლილი და მოხდენილი ლამაზი სქესის წარმომადგენლები ცხოვრობენ.
საინტერესოა, რომ რუსები და უკრაინელები ამ სიაში ვერ მოხვდნენ.
მე–10 ადგილზეა მექსიკა, რომლის წარმომადგენლებიც არიან მსახიობი სალმა ჰაიეკი და სუპერმოდელი ელზა ბენიტესი.
მე–9 ადგილზეა გერმანია, რომლიდანაც სიაში შევიდნენ კლაუდია შიფერი და ჰაიდი კლუმი.
მე–8 ადგილზეა ჩეხეთი, რომლის წარმომადგენლებიც არიან პეტრა ნემკოვა, ვერონიკა ვარეკოვა და დანიელა პესტოვა.
მე–7 ადგილზეა საფრანგეთი – სოფი მარსო და ოფელია ვინტერი.
მე–6 ადგილზეა იტალია, რომელსაც წარმოადგენენ სოფი ლორენი, მარია გრაცია კუჩინოტა და ვანესა ჰესლერი.
მე–5 ადგილი დაიკავა ბრაზილიამ, რომლის წარმომადგენლებიც არიან ადრიანა ლიმა, ფერნანდა ტავარესი, ჟიზელ ბუნდჰენი, ანა ბეატრისა ბაროში და ალესანდრა ამბროზიო.
მე–4 ადგილზეა ავსტრალია, რომელსაც წარმოადგენენ კაილი მინოუგი, ელ მაკფერსონი, ნატალი იმბრულია, ჰოლი ვალანსი, ნიკოლ კიდმანი, ნაომი უოტსი და ჯენიფერ ჰოუკინსი.
მე–3 ადგილზე დაფუძნდა კანადა, საიდანაც წარმოშობით არიან პამელა ანდერსონი, ესტელა უორენი, შანია ტვეინი, კრისტინ კროიკი, ელიშა კატბერტი, მორგან უები, ლიზა რეი, ევანჟელინ ლილი და ტრიშ სტრატუსი.
მე–2 ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, რომელსაც წარმოადგენენ ნაომი კემპბელი, კეტრინ ბელი, კლეირ ფორლანი, ელიზაბეტ ჰერლი, ტრენდი ნიუტონი, კელი ბრუკი, კირა ნაიტლი, რეიჩელ უეიცი, ლიზა შოუდონი, ჯორდანი, სიენა მილერი, რეიჩელ სტივენსი, კეიტ ბექინსეილი და ნატაშა ბედინქფილდი.
პირველ ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები. გამარჯვებულ ქვეყანას წარმოადგენენ ჯესიკა ალბა, ანჯელინა ჯოლი, ჰელი ბერი, ბეიონსი, ბრუკ ბერკი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯესიკა ბილი და ლუსი ლიუ.