2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 40 126.14 ლარი შეადგინა.
სემეკის ინფორმაციით, სექტორების მიხედვით, ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ბუნებრივი გაზის სექტორში – 17 923.59 ლარი შეადგინა; ელექტროენერგეტიკის სექტორში – 5556.85 ლარი, ხოლო სასმელი წყლის სექტორში – 16 645.7 ლარი.
სემეკის მიერ ჩამოწერილი ხანდაზმული დავალიანებების ოდენობა კი, 16 021.01 ლარით განისაზღვრა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტში მიმდინარე წელს მოქალაქეთა 384 განცხადება/საჩივარი შევიდა.
მათ შორის,ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით – 183;ელექტროენერგიასთან დაკავშირებით -147, ხოლო სასმელ წყალთან დაკავშირებით – 54. აქედან, ბუნებრივი გაზის სექტორში ყველაზე მეტი – 175 განცხადება/საჩივარიშპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიმართ დაფიქსირდა; ელექტროენერგეტიკის სექტორში სს „თელასის“ მიმართ – 114, ხოლო წყალმომარაგების სექტორში – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ – 38.
მოქალაქეთა განცხადება /საჩივრები, სემეკის ინფორმაციით, მოთხოვნების მიხედვით შემდეგნაირად კლასიფიცირდება : ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე – 45;ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებული დადგენილებისა და დარიცხვის თაობაზე – 50;კომპანიის მიერ განხორციელებული დარიცხვის თაობაზე – 106;ხანდაზმული დავალიანების თაობაზე – 69.