ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში საქმიანობის წყვეტს. ამის შესახებ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი:
_ "პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თანდათან გამოიკვეთა აშკარა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობას შორის.
ფრაქციის წევრებს პარტიაში არაერთხელ მკაფიოდ განემარტათ წარმოქმნილი განსხვავებების პრინციპული მნიშვნელობა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, შეძლებდნენ თუ არა პარტიასთან ერთად მკაფიო და თანმიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკის გატარებას ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიმართ.
სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალური ოპონირებისთვის. ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას", – აღნიშნულია განცხადებაში.