საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კანონის პროექტის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება; დაწესდება შეღავათები ავტოიმპორტიორებისთვის, რაც მათ გადასახადს საშუალოდ 1000 ლარით შეუმცირებს; საქართველოში ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ის გადახდის ვადა გაუხანგრძლივდებათ; ასევე, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები გაფორმდება – ომანთან, ლიბანთან, ლიხტენშტაინთან, კვიპროსსა და მაროკოსთან, რაც გაზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
კანონის პროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.
ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინა ინფორმაცია 2015 წლის ზაფხულში ბათუმში დაგეგმილი ტურისტული ღონისძიებების შესახებ, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განახორციელებს.